საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უსარგებლო საჩუქარი გლეხებს
2009/10/26 12:31:31

რავარი ნათლიმამა მყავს აგერ, ა, ქუთეისთან ახლოს, რო იცოდეთ. პირდაპირ გადასარევი კაცია. მშრომელი, გამრჯე, კაიოჯახიშვილი... შემხვდა ამასწინ, ტიროდა კაცი.

- რა ვქნა, ქაიხოსრო, მიშველე რამე, თუ ჩემი ძმა ხარ. შენ თავრობაში მიღებული კაცი ხარ და იქნება კი მიაწვდინო ხმა ამ ჩვენ დაყრუებულ ხელისუფლებასო...

შევღონდი კაცი, ამ კაი ადამიანს რა უნდა გაჭირვებოდა იმნაირი, მე რო მთხოვს შველას-თქვა...

- რა, ჩემო ქაიხოსრო, და, ჩემი თქმა არ გინდა, ზამთარი რო ახლოვდება და თავმიცემული კაცი არ ვარ და წინასწარ ვიცი  თადარიგის დაჭერა, ხო იცი - შეშას მოჭრა უნდა, მერე მოტანა, მერე კიდო რა და კიდო რა... ზამთარი რო მოუსისინებს, მერე ხო არ უნდა მიადგეს კაცი ვინმეს რწყილივით, არიქა, მცივა და მიშველეო. შარშან, რავარც იქნა, მოვჭერი წვალებით შეშა, წელსაც მოგვცეს ვაუჩერი, გაახარებთ ღმერთი, მარა რად გინდა? ჯერ ხო რეინჯერია თუ ვინცხა ახალი ხილი, იმას უნდა სდიო სოფელ-სოფელ, ორი სოფლის იქით ისედაც ქე ცხოვრობს, მერე ღამის 12 საათზე, იქნება, ქე შეისწრო სახლში და მოგცემს შენთვის განკუთვნილ ხეების ნომრებს, მარა... რად გინდა, იმნაირ ადგილასაა, კაცი კი არა, ვუნდერქინდი ჩიტი რო იყოს, ის ვერ მიაგნებს. კაი და, მიაგენი, ესეც რად გინდა, გამეიტან ტყიდან, ქეც რო მოჭრა, თუ? არ გეტკინა არაფერი, იმნაირ ადგილებზეა, წკირსაც რო ვერ წამეიღებ ხარებიანი ურმით... ა, ასეთ დღეში ვართ ყველა, მთელი სოფელი! ეს ზამთარი ქე მოდის და ჩვენ გვაქ ხელები დაწყობილი და რას მოუცადოთ, არ ვიცით... ძაან გასაჭირში ვართ, ძაანო...

მიკვირს, კაცო, ე ჩვენი ბლანჟეიანი მინისტრი რო დადის და ხან სად მიარგავს და ხან სად ორ კინკილა ნერგს, ამ ხალხის გასაჭირის თაობაზე რავა არაფერი სმენია. გევიკითხ-გამევიკითხე და, იცით, რა გევიგე? ეს გოდოუჭრელი პრობლემა მარტო ჩემ ნათლიმამას კი არა, მთელ დუნიას აწუხებს თურმე და კაცი არ არის ამ ამბის გამკითხავი...

კი არის ნათქვამი, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გეესინჯებაო, მარა, რად უნდათ გლეხებს ამნაირად ნაჩუქარი ვაუჩერები, თუ ვერ მეიხმარენ და ზამთარში ოჯახებიანად გეიყინებიენ?  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1802
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია