საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეეშვი რათხუს!
2009/07/22 07:02:28

დღეს ერთ ამბავს შევესწარი, გედევირიე კიღამ. გული ამოვარდნაზე მაქვს და, ლამისაა, ტახიკარდია დემემართოს. ამდენი პრობლემები და უბედურებები იქნება, რო მომინელებს ამ სიმართლის მთქმელ კაცს, სირცხვილისა და ნამუსის ულვაშით დამშვენებულს.

ვიცი ახლა, მეტყვით, მორჩი, ქაიხოსრო, შენი თავის ქება-დიდებას და საქმეს მიხედეო. ხოდა, მეც განვაგრძობ. ჩინელები რომ შემოგვესიენ, არაა მაგი ახალი ამბავი. კი გავაპროტესტეთ თავიდან, მეც ვიყავი მოწინააღმდეგეებს შორის, მარა მერე, ყურში ჩამაწვეთეს, სადაც ჩინელი გამოჩნდება, იმ ქვეყნის საქმე წინ მიდისო და მეც გავჩერდი. აღარ ამომიღია ხმა. ხოდა, მივდიოდი და ქე შევიარე ჩინელების მაღაზიაში. მართალია, ხარისხი კი არ უვარგა, მარა, იციან რაღაცეების იაფად გაყიდვა. შევედი, ვათვალიერებ და ორი ჯეელი ქუთაისელი ბიჭი არ ეშვება ჩინელ ჯეელს - არიქა, წამოდი, რესტორანში უნდა დაგპატიჟოო, არ მინდაო, ამანაც მიუგო ერთი-ორჯერ თავაზიანად. მაინც არ მეეშვენ, ბიჭო, ხან რაცხაზე ჩოუხითხითეს და ხან რაცხაზე. იცოცხლე, გედეირია ჩინელი, წამოავლო კეტს ხელი და დეერია... არ დამღუპო, რაჩხუო, ეცა ხელში ქართველი გამყიდველი. ძლივას გავაშველეთ, თუ არა, დეიწყებოდა ჩინეთ-საქართველოს ომი და ჩვენი გენოციდი მერე გენახათ...

რატო მოვყევი ახლა ეს ამბავი, მატრაკვეცა ხალხი რო ვართ ქართველები, რა გინდა კაცო, ამ რათხუსთან და მისნაირებთან, დააყენე თავისთვის. კაცი ბიზნესის საკეთებლადაა ჩამოსული და შეუქმენი შენც, როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა, ბიზნეს-გარემო. ნუ შეუვარდები და ნამეტანი ნუ გამეიდებ თავს, გინდა თუ არა, ჯერ რესტორანში წამოდი და მერე მე ვიციო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1601
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია