საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კობა დავითაშვილი: „აბორტი მკვლელობაა"
2013/05/10 23:25:21

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მხარს უჭერს პატრიარქის ინიციატივას და მიაჩნია, რომ აბორტები უნდა აიკრძალოს. დავითაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს არგუმენტს, რომ აკრძალვის შემთხვევაში არალეგალური აბორტების რიცხვი გაიზრდება და  სარდაფებში გადაინაცვლებს. მისივე ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში აბორტების 80 პროცენტი არალეგალურია. პარლამენტარის მოსაზრებით, მხოლოდ სამ შემთხვევაში უნდა დაიშვას აბორტი, მაშინ როდესაც გაუპატიურების შემთხვევაა, როდესაც ქალი ქმედითუუნაროა და როდესაც აბორტი გარდაუვალია სამედიცინო ჩვენების გამო. გადაცემა „პოზიციაში“ კობა დავითაშვილმა განაცხადა: „მე არ ვიზიარებ გავრცელებულ მითს, რომ აკრძალვა არაფერს შეცვლის. ქურდობა აკრძალულია და კანონით ისჯება, მაგრამ ქურდობები მაინც ხდება, თუმცა ხდება ნაკლები, ვიდრე მოხდებოდა, აკრძალული რომ არ იყოს. როდესაც აბორტები იქნება დასჯადი, იქნება ნაკლები, ვიდრე საერთოდ რომ არ იყოს აკრძალული... “

დავითაშვილმა აბორტს მკვლელობა უწოდა და განაცხადა: „ადამიანმა, რომელმაც თავისი ნებით გააკეთა არჩევანი თავის სხეულში ცოცხალი ორგანიზმის არსებობისა, ეს ორგანიზმი ტკიპა და ღორის სოლიტერი კი არ არის, არამედ ადამიანის ჩანასახია. ამ ჩანასახის მოსპობა იმის გამო, რომ სქესი არ მოეწონა - ეს მკვლელობაა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია