საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„არ შეიძლება დედამიწაზე იყოს მშვიდობა, თუ არსებობს ომი ოჯახში“
2011/12/07 13:13:26

5 დეკემბერს ფონდმა „სოხუმმა“ აქცია გამართა სახელწოდებით „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას“. აღნიშნულ საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიას - „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - უკვე წლებია, საფუძველი ჩაუყარა ქალთა ლიდერობის ცენტრმა.

ნანა ჯიქია, პროექტის ასისტენტი: „25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება მსოფლიო საინფორმაციო კამპანია - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. როგორც გასულ წლებში, ფონდი „სოხუმი“ ახლაც აქტიურადაა ჩართული ამ კამპანიაში. თემა კი ამ კამპანიისა არის „ოჯახში მშვიდობიდან, მსოფლიოში მშვიდობამდე.“ გამომდინარე აქედან, ქალთა ლიდერთა სკოლის წევრები (ფონდ „სოხუმში“ ლიდერთა სკოლა რვა წელია ფუნქციონირებს), გადიან ტრენინგებს და შემდეგ ატარებენ ღონისძიებებს. აღნიშნული კამპანია არის საშუალება, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და განვიხილოთ, რა შეუძლია ქალთა უფლებების დაცვის გლობალურ მოძრაობას იმ სისტემების შესაცვლელად, რომელთა წყალობითაც გრძელდება ქალთა მიმართ ძალადობა ყველა დონეზე - ადგილობრივიდან გლობალურამდე.“

ლიდერთა სკოლის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს და მოქალაქეებს ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციას აცნობდნენ.

თეონა გუდაბიძე, კერძო რეპეტიტორი: „ჩვენი ღონისძიება ემსახურება ქალთა დაცვას ყოველგვარი ძალადობისაგან. არ შეიძლება დედამიწაზე იყოს მშვიდობა, თუ არსებობს ომი ოჯახში.“

ლიკა კოვზირიძე, სტუდენტი: „ვფიქრობ, რომ დღეს ქალებს რაღაც სტიმული ჭირდებათ, რათა თავი გენდერულ თანასწორობაში იგრძნონ.“

თამარ კლიმჩუკი, სტუდენტი: „მიხარია, რომ ქალები ქალებისთვის ვზრუნავთ. ჩვენი ღონისძიებები, ცხადია, მასშტაბური იქნება.“

 

ფონდის წევრები, მოხალისეები, ახალგაზრდა ლიდერები, პარტნიორები და ბენეფიციარები მთელ დასავლეთ საქართველოში გეგმავენ აქციებს, შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, მრგვალ მაგიდებს, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს, სატელევიზიო და რადიო-გადაცემებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია