საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავიცვათ ქალთა უფლებები
2011/11/28 12:31:43

25 ნოემბერი, მსოფლიოს მასშტაბით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ წევრები, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე, ტრადიციულად ერთვებიან ყოველწლიურ საერთაშორისო-საინფორმაციო კამპანიაში. მოხალისეებმა, ახალგაზრდა ლიდერებმა, პარტნიორებმა და ბენეფიციარებმა 25 ნოემბერს სკვერში, ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, მდუმარე აქცია გამართეს. ფონდი „სოხუმი“, „16 დღის განმავლობაში ქვეყნის 10 ქალაქში (ბათუმი, ოზურგეთი, წყალტუბო, ხონი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, ქუთაისი) და აფხაზეთის საზღვართან ახლოს მდებარე პატარა სოფელ ხურჩაში, ინფორმაციულ შეხვედრებს გამართავს.

„ეს დღე 1991 წლიდან აღინიშნება, იმ დღიდან, როცა სამი და,  მირაბელები მოკლეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი სამართალდამცველები და ფემინისტები იყვნენ. ამ კამპანიას იწყებს „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელიც ამავე დროს აღინიშნება მსოფლიოს 2 ათასამდე ორგანიზაციაში,“ - განაცხადა ფონდი „სოხუმის“ საინფორმაციო სექტორის ხელმძღვანელმა ლალი შენგელიამ. 

„სახლში მშვიდობა“ ეხმიანება და უკავშირდება „მსოფლიოში მშვიდობას“, ამიტომაც აერთიანებს მსოფლიოს ყველა კეთილი ნების ადამიანს  კამპანიის სლოგანი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია