დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფემინისტური სკოლა-2 ქობულეთში
2009/07/30 12:23:23

ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრის მიერ ქობულეთში საზაფხულო ფემინისტური სკოლა წელს მეორედ მოეწყო. პირველად სკოლა გასულ წელს გაიხსნა. ქალებისთვის სხვადასხვა ტიპის სკოლებს ეს ორგანიზაცია 2005 წლიდან მართავს.

პოლიტიკური რესურს-ცენტრის ანგარიშზე უკვე ექვსი საზაფხულო სკოლაა.

ლიკა ნადარაია, ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი: „ბევრი ორგანიზაციაა საქართველოში, რომლებიც ქალთა საკითხებზე მუშაობენ. პოლიტიკურ პარტიებშიც არიან ქალბატონები და ისინი ქალთა პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ, როცა ეკითხები, ფემინისტი ხარ? გპასუხობენ: არა, ფემინისტი არ ვარ! უბრალოდ, ქალთა საკითხებზე ვმუშაობ. ასეთი მიდგომა წარმოუდგენელია, რადგან ფემინიზმი არის ის, რაზეც დაფუძნებულია ქალთა უფლებების ცნება, სწორედ ამიტომ გავაკეთეთ ფემინისტური სკოლა, რომ ეს გააცნობიეროს ყველა ქალმა.“

სკოლაში სხვადასხვა პარტიის ქალბატონები სწავლობენ, თუმცა, მათ შორის დაპირისპირებები და პოლიტიკური დებატები არ გამართულა.

„ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით ისეთი პროქალური სივრცე, სადაც გავაერთიანეთ არასამთავრობო, აკადემიური და სხვადასხვა  პოლიტიკური სექტორი. ისინი მეგობრობენ და ერთად პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს.“ – გვითხრა ლიკა ნადარაიამ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2758
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია