დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბილ გეიტსი ისევ ყველაზე მდიდარია
2013/07/22 11:46:25

საინფორმაციო პორტალმა Bloomberg პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც 2013 წლის მაისში არსებულ მონაცემებს ეყრდნობა. ჩამონათვალში ბილ გეითსმა პირველი ადგილი დაიბრუნა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების ხუთეული კი ასე გამოიყურება:

1) Bloomberg-ის მონაცემებით 2013 წლის 17 მაისის მდგომარეობით ბილ გეითსის ქონება 72.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიარდით მეტია. Microsoft-ის მფლობელმა რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.

2) მექსიკელი მედიამაგნატი კარლოს სლიმი. ის არის ლათინოამერიკული ტელეკომუნიკაციის იმპერიის "ამერიკა მოვილის" და ესპანური ფეხბურთის კლუბის "რეალ ოვიედოს" მფლობელი. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი 2010-2012 წლებში, ამ წელს მეორე ადგილზეა. 17 მაისის მდგომარეობით მისი ქონება 72.1 მილიარდი დოლარია.

3) მსოფლიოს ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა, ფონდ Berkshire Hathaway-ის ხელმძღვანელმა უორენ ბაფეტმა მესამე ადგილი დაიკავა. მისი ქონება 59.6 მილიარდი დოლარია.

4) Zara-სა და Massimo Dutti-ის მაღაზიათა ქსელის მფლობელის 77 წლის ამანსიო ორტეგას შემოსავალი ამ წელს 1 მილიონი დოლარით შემცირდა და მისმა ქონებამ 56 მილიარდ დოლარს მიაღწია.

5) შვედი ბიზნესმენი, მაღაზიათა ქსელი IKEA-ს მფლობელი ინგვარ კამპრადი მეხუთე ადგილზეა. 2013 წლის მდგომარეობით მისი ქონება შეფასებულია 55.6 მილიარდ დოლარად, რაც წინა წელთან შედარებით 1 მილიონით არის შემცირებული.

 (ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია