დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში
2013/07/15 17:40:00

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 94 ხელნაწერის UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში -,,მსოფლიო მეხსიერება’’ შეტანას მიეძღვნა.

2012 წელს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და ბოდლეს ბიბლიოთეკამ (ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი), UNESCO-ს მსოფლიო საერთაშორისო დოკუმენტურ რეესტრში - "მსოფლიო მეხსიერება" შესატანად, ამ ორ დაწესებულებაში დაცული ვეფხისტყაოსნის ხელნაწერი კოლექციის ერთობლივი, ქართულ-ბრიტანული ნომინაცია (სულ 96 ერთეული, აქედან 94 ერთეული დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ხოლო 2 ერთეული ბოდლეს ბიბლიოთეკაში)  წარადგინეს.

წარდგენილმა განაცხადმა, 2013 წლის ივნისში, ყველა შესარჩევი ეტაპი წარმატებით გაიარა და ვეფხისტყაოსნის უძველესი კოლექცია მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნუსხაში იქნა შეტანილი.

აღნიშნული ფაქტი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს წარმატებას და ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციის UNESCO-ს მიერ კიდევ ერთ საერთაშორისო მასშტაბის აღიარებას წარმოადგენს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი  დუგ მაკმილანი და საქართველოში UNESCO-ს  ოფიციალური წარმომადგენელი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია