საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმი ქუთაისში
2013/06/29 14:16:19

სამხრეთ კავკაისიის პოლიტიკოსთა ფორუმს ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, ჰოლანდიის საელჩოს მხარადჭერით, ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნიდან ფორუმში 15 პოლიტიკოსი მონაწილეობს. ფორუმს საპატიო სტუმრის სახით სერბეთის ექს-პრეზიდენტი ბორის ტადიჩი ესწრება.
„როცა ახალგაზრდები ერთად მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა, თანამშრომლობა და ა.შ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, როგორიცა სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო, ურთიერთთანამშრომლობა ყველაზე მნიშვნელოვანია,“– განაცხადა ბორის ესტადიჩმა.
ფორუმს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგურიც ესწრება. მისი განხადებით, „მნიშვნელოვანი ფორუმი ტარდება „ნიმდის“ ორგანიზებით და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას ესწრება სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს პრობლემატურ რეგიონებში მმართველობის“.
ფორუმზე განიხილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ევროკავშირისა და კავკასიის ხედვა, სადაც ყველა ქვეყნის დელეგატი მოხსენებით გამოდის. 
ფორუმი ორ დღეს გაგრძელდებადა და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო ურთიერთობების, მათი განვითარებისა და რეგიონში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცსების ხელშეწყობას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია