საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის ვაჭრობის ახალი მინისტრი მილიარდერი პენი პრიცკეპი გახდა
2013/06/26 13:23:00

ამერიკის სენატმა აშშ-ს ვაჭრობის მინისტრის პოსტზე 53 წლის მილიარდერი ქალი პენი პრიცკეპი დაამტკიცა.

მის კანდიდატურას 97 მომხრე და ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა.

ადრე ეს პოსტი ეკავა ჯონ ბრაისონს, რომელიც 2012 წლის ივნისში, ავადმყოფობის გამო, პოსტიდან გადადგა. მინისტრის მოვალეობას ბრაისონის მოადგილე ასრულებდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვაჭრობის ახალ მინისტრზე განაცხადა, რომ ის არის სამაგალითო ხელმძღვანელი, წარმატებული მეწარმე და ერთ-ერთი მისთვის ყველაზე პატივცემული ქალი თანამედროვე ბიზნესში.

”ის იქნება ჩვენი ეკონმიკური გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი,”-განაცხადა ობამამ.

ვაჭრობის ახალი მინისტრი ამერიკის მთავრობის კაბინეტის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია. მისი დეკლარირებული ქონება 1,85 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია