დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში
2013/06/26 12:12:07

2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოს მთავრობის მოწვევით საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი გაიმართება.

დელეგაციას უხელმძღვანელებს ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და დელეგაციაში იქნებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განმარტეს, ეს იქნება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ამავე წყაროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით.

დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და უმცირესობის ლიდერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ასევე, შედგება სამუშაო სადილი თავდაცვის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან.

ნატო-ს გენერალური მდივანი სიტყვით გამოვა სტუდენტებთან შეხვედრაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მიესალმება ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გაემგზავრებიან ავღანეთში, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

ნატო-ს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, მედიის წარმომადგენლებთან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია