საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გერმანია თურქეთის ევროკავშირში მიღების საკითხის გადავადებას ითხოვს
2013/06/25 14:36:34

ლუქსენბურგში, ევროკავშირის წევრი წვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ თურქეთის ევროკავშირისის წევრობაზე მხოლოდ მას შემდეგ იმსჯელებენ, როცა ქვეყანა დემონსტრანტებთან  პრობლემებს მოაგვარებს.

ამ წინადადებით გერმანია გამოვიდა და მას მხარი ავსტრიამაც დაუჭირა.

ბერლინი საკითხის განხილვას ოქტომბრის შუა რიცხვებში ითხოვს, რადგან  ამ პერიოდში ევროკავშირი საბჭოს წლიურ მოხსენებას წარუდგენს. მოხსენებაში თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვაზე  გაკეთდება აქცენტი. დიდი ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, თურქეთის კანონების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას.

საკითხის განხილვის გადადების წინააღმდეგი გამოვიდა შვეცია, რომლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თურქეთში მიმდინარე აქციებმა ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირებაზე  გავლენა არ უნდა მოახდინოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ვეროკავშირის წევრი სახელმწიფოები  დღეს, ევროკავშირის პოლიტიკური საკითხების ჯგუფის შეხვედრის შემდეგ,  მიიღებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია