საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ლატვიას ევროზონაში შეიყვანენ
2013/06/21 15:24:21

ევროჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან ლატვია ევროზონას მიუერთდეს. ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა სავალუტო და საფინანსო პოლიტიკის საკითხებში ოლი რენმა ლუქსემბურგში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, განაცხადა.

”იტარ-ტასის” ცნობით, ლატვიის ეკონომიკური მაჩვენებლები გაცილებით უკეთესია, ვიდრე ევროზონის წევრი სხვა სახელმწიფოებისა. მაგალითად, 2012 წლის ინფლაციია 1,3 პროცენტის ფარგლებში იყო, ბიუჯეტის დეფიციტი-მთლიანი შიდა პროდუქცის (მშპ)1,2 პროცენტი, სახელმწიფო ვალი-(მშპ-ს) 40,7 პროცენტი. ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი კი მუდმივად სტაბილურია.

ევროჯგუფის გადაწყვეტილებას ემხრობა ევროპული ინსტიტუტების  ექსპერტთა საბჭოც. მათი განმარტებით, ფინანსური კრიზისის ფონზე ევროზონაში ახალი სახელმწიფოს შესვლა მნიშვნელოვანი ფაქტი და ევროსადმი ნდობის გამოხატულებაა.

ლატვია იქნება მე-18  ქვეყანა,  რომელიც ევროზონაში გაწევრიანდება და სადაც მიმოქცევში მხოლოდ ერთიანი ეროვნული ვალუტა – ევრო იქნება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია