დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პეტერბურგი ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს
2013/06/20 12:55:31

სანკტ-პეტერბურგში მე-17 ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის დევიზია „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები  – გადამწყვეტი მოქმედებების დროა“ და იგი სამ დღეს გაგრძელდება.

ფორუმში  მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკის წამყვანი ექსპერტები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციისა და ყოფილი თანამეგობრობის ქვეყნების ხელმძღვანელი პირები.

 ფორუმის ორგანიზატორების ინფორმაციით, დელეგატებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს. ის შეხვდება ”საქმიანი ოცეულის” წარმომადგენლებსა და რუსული და უცხოური სათბობ-ენერგეტიკული კომპანიების მენეჯერებს. 

„იტარ-ტასის” ცნობით, ფორუმზე საგანგებო სტუმრის სტატუსით მოწვეულები არიან ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია