Global Peace Index: მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების 2013 წლის რეიტინგი
ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (The Institute for Economics and Peace) „მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების 2013 წლის რეიტინგი“ გამოაქვეყნა.
Global Peace Index განსაზღვრავს ძალადობის დონეს ქვეყნის შიგნით და მისი გარე პოლიტიკის აგრესიულობას.
პროექტის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ აღნიშნული ნაშრომი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ცნობარის ხასიათს და არ უდევს მიზნად რომელი ქვეყნის მისამართით რაიმე აზრის გამოტანა. პირველი ასეთი რეიტინგი გამოქვეყნდა 2007 წლის მაისში.
2013 წლის რეიტინგში ანალიზი გაუკეთდა 162 ქვეყანას (წინა წელს განიხილებოდა 158 ქვეყანა) სპეციალურად შექმნილი განზომილებების მიხედვით. მშვიდობისმოყვარეობის ინდექსი შედგენილია 22 ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების საფუძველზე, გაერთიანებული სამ ძირითად ჯგუფში:
კონფლიქტების არსებობა და მათი მასშტაბი - ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო, რომელშიც გარეულია ესა თუ ის ქვეყანა. აღნიშნულ კონფლიქტებში მსხვერპლთა რაოდენობა, აგრეთვე სახელმწიფოს ურთიერთობები სხვა მეზობელ ქვეყნებთან.
ქვეყნის შიგნით სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონე - განისაზღვრება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: დევნილებისა და ადგილგადანაცვლებული პირების რაოდენობა, ძალადობრივი დანაშაულებისა და თვითმკვლელობების რიცხვი, იარაღის მისაწვდომობა, ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობა, სოციალური დაცვის ზომები, ადამიანების უფლებების დაცვა, პოლიტიკური სტაბილურობის დონე, ტერორისტული საფრთხის არსებობა, ქსენოფობიის დონე და ა.შ.
სახელმწიფოს მილიტარიზმის დონე - ფასდება ისეთი ფაქტორები, როგორც მაგალითად სამხედრო ბიუჯეტის სიდიდე მთლიან ნაციონალურ პროდუქტთან მიმართებაში. სახელმწიფოს სამხედრო პოტენციალი, იარაღის იმპორტი და ექსპორტი, ერთ სულ მოსახლეზე სამხედროების და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა და ა.შ.
სახელმწიფოები თითოეული ჯგუფის მაჩვენებლების მიხედვით ფასდებიან 1-დან 5 ქულამდე. რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უფრო მშვიდობიანად მიჩნეულია ქვეყანა.
ამ წელს მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარულ ქვეყნად მეცნიერებმა დაასახელეს ისლანდია, მეორე ადგილი დაიკავა დანიამ, ხოლო მესამე – ახალმა ზელანდიამ. რეიტინგში სხვა ქვეყნებთან ერთად შევიდა საქართველოც, რომელიც 139-ე ადგილზე აღმოჩნდა.
ქვეყნების ჩამონათვალმა კვლევის შემდეგ ასეთი სახე მიიღო:
მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების 2013 წლის რეიტინგი
|
||
ადგილი |
ქვეყანა |
მშვიდობისმოყვარეობის ინდექსი |
1 |
ისლანდია |
1.162 |
2 |
დანია |
1.207 |
3 |
ახალი ზელანდია |
1.237 |
4 |
ავსტრია |
1.250 |
5 |
შვეიცარია |
1.272 |
6 |
იაპონია |
1.293 |
7 |
ფინეთი |
1.297 |
8 |
კანადა |
1.306 |
9 |
შვედეთი |
1.319 |
10 |
ბელგია |
1.339 |
11 |
ნორვეგია |
1.359 |
12 |
ირლანდია |
1.370 |
13 |
სლოვენია |
1.374 |
14 |
ჩეხეთი |
1.404 |
15 |
გერმანია |
1.431 |
16 |
ავსტრალია |
1.438 |
16 |
სინგაპური |
1.438 |
18 |
პორტუგალია |
1.467 |
19 |
კატარი |
1.480 |
20 |
ბუტანი |
1.487 |
21 |
მავრიკი |
1.497 |
22 |
ნიდერლანდები |
1.508 |
23 |
უნგრეთი |
1.520 |
24 |
ურუგვაი |
1.528 |
25 |
პოლონეთი |
1.530 |
26 |
ტაივანი |
1.538 |
27 |
ესპანეთი |
1.563 |
28 |
ხორვატია |
1.571 |
29 |
მალაიზია |
1.574 |
30 |
რუმინეთი |
1.584 |
31 |
ჩილე |
1.589 |
32 |
ბოტსვანა |
1.598 |
33 |
სლოვაკეთი |
1.622 |
34 |
ბულგარეთი |
1.663 |
35 |
იტალია |
1.663 |
36 |
გაერთიანებული არაბეთის ემირატები |
1.679 |
37 |
კუვეიტი |
1.705 |
38 |
ესტონეთი |
1.710 |
39 |
ლაოსი |
1.724 |
40 |
კოსტა-რიკა |
1.755 |
41 |
ლატვია |
1.772 |
41 |
ვიეტნამი |
1.772 |
43 |
ლიტვა |
1.784 |
44 |
დიდი ბრიტანეთი |
1.787 |
45 |
ომანი |
1.806 |
46 |
ნამიბია |
1.807 |
47 |
სამხრეთ კორეა |
1.822 |
48 |
ზამბია |
1.832 |
49 |
კვიპროსი |
1.840 |
50 |
ლესოთო |
1.840 |
51 |
ტიმოტ-ლეშტი |
1.854 |
52 |
იორდანია |
1.858 |
53 |
საფრანგეთი |
1.863 |
54 |
ინდონეზია |
1.879 |
55 |
ტანზანია |
1.887 |
56 |
პანამა |
1.893 |
57 |
მაროკო |
1.897 |
58 |
განა |
1.899 |
59 |
სიერა-ლეონე |
1.904 |
60 |
არგენტინა |
1.907 |
61 |
მოზამბიკი |
1.910 |
62 |
სერბეთი |
1.912 |
63 |
ჯიბუტი |
1.917 |
64 |
მონღოლეთი |
1.921 |
65 |
კუბა |
1.922 |
66 |
ნიკარაგუა |
1.931 |
67 |
ტოგო |
1.954 |
68 |
საბერძნეთი |
1.957 |
69 |
ალბანეთი |
1.961 |
70 |
გაიანა |
1.962 |
71 |
ბოსნია და ჰერცეგოვინა |
1.967 |
72 |
კოსოვო |
1.969 |
73 |
ჩერნოგორია |
1.976 |
74 |
მალავი |
1.984 |
74 |
მოლდოვა |
1.984 |
76 |
გაბონი |
1.995 |
77 |
ტუნისი |
2.005 |
78 |
ყაზახეთი |
2.031 |
79 |
მაკედონია |
2.044 |
80 |
ლიბერია |
2.048 |
81 |
ბრაზილია |
2.051 |
82 |
ნეპალი |
2.058 |
83 |
ეკვადორი |
2.059 |
84 |
პარაგვაი |
2.060 |
85 |
სენეგალი |
2.061 |
86 |
ბოლივია |
2.062 |
87 |
ბურკინა-ფასო |
2.064 |
88 |
სვაზილენდი |
2.069 |
89 |
ეკვატორული გვინეა |
2.072 |
90 |
მადაგასკარი |
2.074 |
90 |
ტრინიდადი და ტობაგო |
2.074 |
92 |
ჰაიტი |
2.075 |
93 |
გამბია |
2.091 |
94 |
დომინიკელთა რესპუბლიკა |
2.103 |
95 |
ბაჰრეინი |
2.109 |
96 |
ბელორუსია |
2.117 |
97 |
საუდის არაბეთი |
2.119 |
98 |
სომხეთი |
2.123 |
99 |
პაპუა - ახალი გვინეა |
2.126 |
99 |
ამერიკის შეერთებული შტატები |
2.126 |
101 |
ჩინეთი |
2.142 |
102 |
ანგოლა |
2.148 |
103 |
თურქმენეთი |
2.154 |
104 |
ბენინი |
2.156 |
105 |
ბანგლადეში |
2.159 |
106 |
უგანდა |
2.180 |
107 |
კონგო |
2.183 |
108 |
კამერუნი |
2.191 |
109 |
გვატემალა |
2.221 |
110 |
შრი-ლანკა |
2.230 |
111 |
უკრაინა |
2.238 |
112 |
სალვადორი |
2.240 |
113 |
ეგვიპტე |
2.258 |
113 |
პერუ |
2.258 |
115 |
კამბოჯა |
2.263 |
116 |
გვინეა |
2.272 |
117 |
იამაიკა |
2.274 |
118 |
ტაჯიკეთი |
2.282 |
119 |
ალჟირი |
2.284 |
120 |
ერიტრეა |
2.288 |
121 |
სამხრეთ აფრიკა |
2.292 |
122 |
მავრიტანია |
2.326 |
123 |
გონდურასი |
2.332 |
124 |
უზბეკეთი |
2.333 |
125 |
მალი |
2.346 |
126 |
აზერბაიჯანი |
2.350 |
127 |
ნიგერი |
2.362 |
128 |
ვენესუელა |
2.370 |
129 |
ფილიპინები |
2.374 |
130 |
ტაილანდი |
2.378 |
131 |
ყირგიზეთი |
2.391 |
132 |
გვინეა-ბისაუ |
2.431 |
133 |
მექსიკა |
2.434 |
134 |
თურქეთი |
2.437 |
135 |
რუანდა |
2.444 |
136 |
კენია |
2.466 |
137 |
ირანი |
2.473 |
138 |
ჩადი |
2.493 |
139 |
საქართველო |
2.511 |
140 |
მიანმარი |
2.528 |
141 |
ინდოეთი |
2.570 |
142 |
ლიბანი |
2.575 |
143 |
სამხრეთ სუდანი |
2.576 |
144 |
ბურუნდი |
2.593 |
145 |
ლიბია |
2.604 |
146 |
ეთიოპია |
2.630 |
147 |
კოლუმბია |
2.634 |
148 |
ნიგერია |
2.693 |
149 |
ზიმბაბვე |
2.696 |
150 |
ისრაელი |
2.730 |
151 |
კოტ-დ’ივუარი |
2.732 |
152 |
იემენი |
2.747 |
153 |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა |
3.031 |
154 |
ჩრდილო კორეა |
3.044 |
155 |
რუსეთი |
3.060 |
156 |
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
3.085 |
157 |
პაკისტანი |
3.106 |
158 |
სუდანი |
3.242 |
159 |
ერაყი |
3.245 |
160 |
სირია |
3.393 |
161 |
სომალი |
3.394 |
162 |
ავღანეთი |
3.440 |
(ი.ბ.)