დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პანამის არხს „კონკურენტი“ გამოუჩნდა
2013/06/14 16:04:35

ნიკარაგუას ეროვნულმა ასამბლეამ (პარლამენტი) დაამტკიცა პროექტი, რომელიც ატლანტისა და წყნარ ოკეანეს შორის არხის გაყვანას ითვალისწინებს.

”პროექტი 40 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა და კონკურენციას გაუწევს უკვე არსებულ პანამის არხს”-წერს გაზეთი ”ფაინენშელ თაიმსი”.

მშენებლობას აწარმოებს ნაკლებადცნობილი კომპანია ჰონკონგიდან  ”HKND-გრუპი”, რომელსაც რამდენიმე წელი მიეცა პროექტის შესასწავლად და შემდეგ 286 კილომეტრიანი არხის გასაყვანად.  

გარემოს დამცველები ნიკარაგუას საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ოპოზიციური პარტიები კი ნაკლებად ენდობიან ჩინელ მშენებლებს.

ნიკარაგუას ხელისუფლება  ირწმუნება, რომ არხის მშენებლობა დიდ მოგებას მოუტანს ქვეყანას და საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2452
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია