დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბელორუსიაში სიკვდილით დასჯა ძალაში რჩება
2013/06/14 15:06:27

ბელორუსიის ქალაქ გომელის რაიონულმა სასამართლომ 25 წლის ახალგაზრდას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. როგორც ბელორუსიის საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ახალგაზრდამ განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა გომელის ფრანცისკა სკორინის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტი ნატალია ემელიანჩიკოვი.

მკვლელობა 2012 წლის 20 სექტემბერს მოხდა.

სამართალდამცავების განმარტებით, გარდაცვლილს სხეულზე დანით მიყენებული 102 ჭრილობა ჰქონდა. გოგონა სისხლდენისგან გარდაიცვალა.

სასამართლო სხდომაზე დამნაშავემ ჩადენილი აღიარა და გარდაცვლილის დედას ბოდიში მოუხადა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და, შესაძლოა, განაჩენი შეიცვალოს.

როგორც სტატისტიკოსები აცხადებენ, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოიტანა.

ბელორუსია კვლავ რჩება ერთადერთ ქვეყანად  ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ ძალაშია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია