დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავიაკომპანია „Airbus“-მა ახალი თვითმფრინავი გამოსცადა
2013/06/14 15:04:25

ავიახომალდების მწარმოებელმა ავიაკომპანიამ „Airbus” ახალი ტრანსკონტინენტალური ავიალაინერის  „Airbus A350”-ის გამოცდა მოაწყო.

ფრანგული ტელეკომპანია „ფრანს 24”-ის ინფორმაციით, პირველი 4 საათიანი გამოსაცდელი ფრენა ახალმა ავიალაინერმა ტულუზას აეროდრომიდან განახორციელა.

ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ავიახომალდი, რომლის სერიული წარმოება 2014 წლიდან დაიწყება, 270-350 მგზავრზე იქნება გათვლილი. ფრენები კი 15 ათასი კილომეტრის მანძილზე განხორციელდება. ამით „Airbus” კონკურენციას გაუწევს  „Boeing 777”-ს და  „Boeing 787”-ს.

„Airbus”-ის მენეჯმენტის პროგნოზით, უახლოესი 20 წლის განმავლობაში საავიაციო ბაზარს შორეული ფრენებისთვის 5 ათასზე მეტი მსგავსი ხომალდი დასჭირდება. კომპანია საკუთარ გეგმებში ამ მოთხოვნის სანახევროდ დაკმაყოფილების პირობას იძლევა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია