საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ გეზის პარკის საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტის მომხრეა
2013/06/14 14:22:30

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სტამბულში გეზის პარკის საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტის იდეას და პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას მოითხოვს.

„ევრონიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.

 „მივესალმებით სიტუაციის მშვიდობიანი განმუხტვისკენ მიმართულ ძალისხმევას და მივიჩნევთ, რომ შემოთავაზებული ვარიანტი, რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია", - აღნიშნავს პსაკი.

რეფენდუმის გამართვის იდეა თურქეთის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილეს ჰუსეინ ჩელიკს ეკუთვნის. მან აღნიშნულის შესახებ  თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანისა და  აქციის აქტივისტთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები თურქეთში  ორ კვირაზე მეტია გრძელდება.

დემონსტრაციები სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

სტამბულის მერიამ საჯაროდ განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი არ აშენდება. მიუხედავად ამისა, მასობრივი საპროტესტო აქციები არ წყდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1823
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია