დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შიდსისგან განკურნება მალე შესაძლებელი გახდება
2013/06/13 10:48:46

“წამლი, რომელიც შეძლებს აივ ინფექციის განკურნებას, რამოდენიმე თვის საქმეა”-. ასეთი განცხადებით გამოვიდნენ დანიის მეცნიერები, რომლებიც ამთავრებენ მკურნალობის ახალ ტექნოლოგიებზე ცდებს.

Aarhus University საავადმყოფოს მეცნიერებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიის შექმნა, რომლითაც ადამინის დნკ-დან შესაძლებელი იქნება  აივ ინფექციის გამოდევნა. ის განაწყობს იმუნურ სისტემას, გაანადგუროს ვირუსი. ამ დროისთვის დასრულებულია ლაბორატორიული ცდები და მეცნიერები თავის ახალ ტექნოლოგიას ცდიან ხალხზე. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მსოფლიოში პირველი წამალი აივ ინფექციის წინაამღდეგ შექმნას — ახლო მომავლის საქმეა.

ამჟამად აივ ინფექციის მკურნალობის ახალ მეთოდიკას გადიან 15 მოხალისე. მეცნიერების განცხადებით, როგორც კი ისინი მიაღწევენ წამლის ეფექტურობის დამტკიცებას, ცდებში ჩართული იქნება ბევრად მეტი აივ ინფიცირებული. კვლევების ხელმძღვანელის, მეცნიერების დოქტირი ოლე სოგარდის განცხადებით, 100% დარწმინებულია თავისი პროექტის წარმატებაში. ახალი ტექნოლოგიას შესწევს უნარი გამოიტანოს „აივ რეზერვუარები“ დნკ -ს ზედაპირზე სადაც იმუნური სისტემა მათ სრულად ანადგურებს.

„ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ადამიანის იმუნურ სისტემას, განასხვავოს და გაანადგუროს ვირუსი. შესაძლოა ეს სრულად დამოკიდებულია, ყველა კონკრეტული ადამიანის იმუნიტეტის ძალაზე და მგრძნობიარობაზე. „ — აცხადებს სოგარდი.
ავღნიშნავთ, რომ ეს სიახლე მოყვა ამერიკის მთავრობის განცხადებას, რომელმაც შეაჩერა კვლევები HVTN 505 ვაქციანაზე. აშშ აწარმოებდა კვლევებს აივ ინფექციის ახალი ვაქცინის HVTN 505 შექმნაზე და პროექტში ჩართული იყო 2504 მოხალისე აივ ინფიცირებული. ვაქცინა იქმნებოდა ჩვეულებრივი გრიპის ვირუსზე, რომელსაც უნდა გამოედევნა აივ ინფექციის გენები ორგანიზმში, რათა იმუნურ სისტემა მოეხდინა მასზე რეაგირება.
აივ ინფექციის თერაპიული მეთოდები, დაავადებულებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ მთელი ცხოვრება, რიგ შემთხვევებში სიბერემდე, მინიმალური უკუჩვენებით. ამისათვის საჭიროა მუდმივად წამლების მიღება, რომელიც აკონტროლებს ვირუსს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები მუშაობენ ახალი წამლის შექმნაზე, რომელიც სრულიად განკურნავს ადამიანს აივ ინფექციისგან. მსოფლიო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატები უახლოესი 10 წლის განმავლობაში გამოჩნდება.

 

წყარო : weeknews

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია