დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთ წელიწადში რუსეთში 10 მილიონ ბოთლამდე ალკოჰოლური სასმელის რეალიზაცია იგეგმება
2013/06/11 12:02:09

საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური სასმელის პირველი პარტია შევიდა.

გუშინ რუსეთის ტერიტორიაზე, 21,6 ათასი ბოთლი ალკოჰოლური სასმელი ყაზბეგი - ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გავიდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან დავითაშვილის განცხადებით, დღეს რუსეთში „დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ პროდუქციასაც შეიტანენ.

გუშინვე საქართველოში „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტების ჯგუფს ელოდნენ, თუმცა, დავითაშვილის განცხადებით, ტექნიკური მიზეზების გამო ვიზიტი ივლისის დასაწყისისთვის გადაიდო.

ინსპექტორები იმ ღვინის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას შეამოწმებენ, რომლებმაც წინა ორი შემოწმების დროს საკუთარი პროდუქციის წარდგენა ვერ მოასწრეს.

ჯერჯერობით, ქართველმა მწარმოებლებმა მილიონამდე აქციზი მიიღეს.

ემბარგოს შემდგომ, პირველ წელს, ქართველები რუსეთში 8-დან 10 მილიონ ბოთლამდე ალკოჰოლური პროდუქციის გაყიდვას გეგმავენ.

(ი.ბ.)

წყარო BPI

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია