დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სილამაზის კონკურსზე ცალხელა კონკურსანტი გაიგზავნება
2013/06/11 11:49:04

სილამაზის კონკურსზე „მის ამერიკა-2014”  შტატ აიოვადან  23 წლის ნიკოლ კელი გაიგზავნება. კელის კონკურსში მონაწილეობა იმითაა განსაკუთრებული, რომ გოგონას დაბადებიდან მარცხენა ხელი არ აქვს.

როგორც უცხოური მედია იუწყება, კონკურსი ატლანტიკ სიტიში სექტემბერში ჩატარდება. დეფექტიანი გოგონა მანამდე შტატის სილამაზის კონკურსმა ყველაზე ლამაზ კონკურსანტად დაასახელა.

თავად სილამაზის კონკურსის მონაწილე ნიკოლ კელი აცხადებს, რომ ცხოვრებაში ცდილობს ყველაფერი გააკეთოს და დაატკიცოს, რომ მონდომების შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს. ის დადის ბეისბოლზე, ცეკვაზე, დაკავებულია დაივინგით.

„ერთი წლის წინ ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ  სილამაზის კონკურსის დედოფალი გავხდებოდი, არავითარ შემთხვევაში არ დავიჯერებდი.  კონკურსში მონაწილეობით მინდა მივიქციო  საზოგადოების ყურადღება და  ინვალიდების პრობლემები შევახსენო“.

ნიკოლი ნაბრასკას შტატის უნივერსიტეტში თეატრალურ ხელოვნებას ეუფლება  და იმედი აქვს, რომ ოდესღაც  ბროდვეიზე იმუშავებს.

კონკურსის არსებობის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც კონკურსანტთა რიგებში არასრულფასოვანი გოგონები ყოფილან. მაგალითად:  მის ამერიკა-2012”-ზე მის ამერიკის ტიტულისთვის  აუტიზმით დაავადებული18 წლის ალექსის ვაინმანი იბრძოდა. 1994 წელს კი კონკურსის გამარჯვებული გახდა ყრუ ჰიზერ უაიტსტოუნი, ალაბამას შტატიდან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია