დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში საპროტესტო აქციებმა საფონდო ბირჟებზე რყევები გამოიწვია
2013/06/11 11:40:47

თურქეთში საპროტესტო აქციებმა საფინანსო ბაზრებზე არასასურველი რყევები გამოიწვია.

საერთაშორისო საფონდო ბირჟის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თურქული ბანკების ინდექსმა 2,5 პროცენტით დაიკლო. მთლიანად ერთი კვირის განმავლობაში კი სტამბულის ეროვნულმა საფონდო ბირჟამ შემოსავლის 20 პროცენტი დაკარგა. თურქული ეროვნული ვალუტის ლირას გაცვლითი კურსი კი 2011 წლის მაჩვენებლამდე დაეცა.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ  ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიფ ერდოღანმა „გარკვეულ ფინანსურ ჯგუფებზე“ ისაუბრა, რომლებიც დემონსტრანტების უკან დგანან.

მანვე ხალხს კერძო ბანკებიდან ფულადი სახსრების გამოტანა და სახელმწიფო ბანკებში შეტანისკენ მოუწოდა, რადგან ფინანსური სპეკულანტებისა და დიდი საბანკო გარიგებების ლობისტების  „მოხრჩობის” პირობა დადო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2137
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია