დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთში საპროტესტო აქციების გაშუქების დროს 14 ჟურნალისტი დაშავდა
2013/06/10 15:15:43

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ინფორმაციით, თურქეთში  საპროტესტო აქციების გაშუქების დროს სულ მცირე 14 ჟურნალისტი დაშავდა.

როგორც „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია გმობს თურქეთში პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ სასტიკ ქმედებას.

„ვწუხვართ, რომ სიმშვიდისკენ მოწოდების მიუხედავად, პოლიციის მიერ ძალადობა მაინც გრძელდება. ორგანიზაცია  გმობს დემონსტრაციის დროს პოლიციის მიერ ჟურნალისტების  მიზანმიმართულ დევნას.  ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟურანლსიტებს. მოვითხოვთ, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოება, ვინც დემონსტრაციებს აშუქებს, გარანტირებული იყოს. სამთავრობო მედიამ კი მიუკერძოებლად გააშუქოს საპროტესტო მოძრაობა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დემონტრაციები გასულ კვირას სტამბულში გეზის პარკის განადგურების წინააღმდეგ ორგანიზებული ეკოლოგიური აქციით დაიწყო, რომელიც მოგვიანებით ერდოღანისა და მისი მმართველი გუნდის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა.

ხელისუფლებამ უკვე მოუხადა ბოდიში დემონსტრანტებს, აღიარა, რომ მათი პროტესტი სამართლიანია და დაგმო პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტები.

პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო 3 ათასზე მეტი მძიმედ დაშავდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია