დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შვეიცარია ლტოლვილთა შესახებ კანონს ამკაცრებს
2013/06/10 12:49:43

შვეიცარიის მოქალაქეები ლტოლვილთა შესახებ კანონის გამკაცრებას მოითხოვენ. გამოკითხულთა 79 პროცენტი კანონში ცვლილებასა და ლტოლვილის სტატუსის მიღებისას საბუთების კანონიერებას ემხრობა. იცვლება, ასევე, სტატუსის მიმნიჭებელი ორგანოც. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით უცხოეთის მოქალაქე კონფედერაციის საკონსულოს აღარ მიმართავს.

”ევრონიუსთან” საუბრისას შვეიცარიის იუსტიციის მინისტრი სიმონეტა ზომარუგი აცხადებს, რომ ლტოლვილთა სტატუსის მიღების შესახებ ახალი სტრუქტურა განსახილველად ქვეყნის ფედერალურ საბჭოს უახლოეს დღეებში წარედგინება. მისივე განმარტებით, ახალი კანონი ლტოლვილად აღარ განიხილავს პირს, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ასევე, სტატუსი აღარ მიენიჭება ლტოლვილობის კანდიდატს, რომელიც ქვეყნის სპეციალურ დროებით საცხოვრებელ ბანაკებში იმყოფება და არღვევს ბანაკში ცხოვრების  წესებს.

კანონპროექტის წინააღმდეგ მიდიან კონფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს მემარცხენეთა და მწვანეთა პარტიები. მათი წევრები აცხადებენ, რომ ახალი წესი ჩაგრავს უცხოეთიდან დევნილს და შეიცავს ქსენოფობიურ ელემენტებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3374
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია