დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შვეიცარიის ელჩს შეხვდა
2013/06/06 14:28:07

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი  შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  აღინიშნა, რომ მომდევნო, 24-ე რაუნდი, 25-26 ივნისს გაიმართება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებს.

შეხვედრაზე  გიუნტერ ბეხლერმა  აღნიშნა, რომ შვეიცარია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას, 2014 წელს ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობის პერიოდში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია