დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაზრდილია
2013/06/05 13:10:03

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, 2013 წლის მაისში საზღვარზე 406 553 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25,3 %-ით  მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-მაისის ინტერვალს. ამ პერიოდში ვიზიტორთა  ჯამურმა რაოდენობამ  1 698 146 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი 31%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე.

პირობითი დაყოფის მიხედვით, ვიზიტორთა კატეგორია შემდეგნაირად გადანაწილდა: ტურისტი - 625 257 ვიზიტი; ტრანზიტი - 295 055 ვიზიტი;  სხვა - 777 834 ვიზიტი.

2013 წლის მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+1%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), სომხეთიდან (+61.5%), რუსეთიდან (+76.3%), უკრაინიდან (+123%) და ირანიდან (+7.4%) განხორციელდა.

ზრდის ტენდენციაა საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემომსვლელთა რაოდენობაში.

ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის კუთხით მაისში გამოირჩევა პოლონეთი (83%), შუა აზიის ქვეყნებიდან   უზბეკეთი და ყაზახეთი (შესაბამისად 41% და 38%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან  ბელორუსია 50 პროცენტიანი მატებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია