დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ალასანია ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება
2013/06/04 14:12:32

4-5 ივნისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე მინისტერიალი იმართება.

მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრება. 

როგორც თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული,  მინისტერიალის მთავარი თემებია ავღანეთის საერთაშორისო მისია და  კიბერუსაფრთხოება.

პირველი  სესია  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დაიწყება.

ნატოს შტაბბინაში შეკრებილი თავდაცვის მინისტრები,  ირაკლი ალასანიასთან ერთად, ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმებს განიხილავენ.

5 ივნისს დაგეგმილია შეხვედრა ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება კოალიციური ძალების მიერ ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების გადაბარებასა და 2014 წლის შემდეგ წვრთნისა და დახმარების მისიის საკითხებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია