დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანია და საფრანგეთი ევროზონაში ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ
2013/05/31 14:39:51

გერმანია და საფრანგეთი ევროზონაში ეკონომიკურ რეფორმებზე საუბრობენ

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრის მთავარი თემა ევროზონაში ეკონომიკური სიტუაციის განხილვა იყო.

„ჩვენ გვსურს, რომ ევროპამ დიდი ყურადღება დაუთმოს შრომის ბაზარს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების დასაქმების თემას. მნიშვნელოვანია, ასევე, ერთიანი საერთაშორისო საბანკო სისტემის შექმნა, საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია, ეკონომიკის სტიმულირება და ჯანსაღი კონკურენციისთვის ხელშეწყობა,“ – აღნიშნა გაზეთ „ლა მონდისთან“ საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

გერმანიის კანცლერმა ევროზონის ზოგიერთი სახელმწიფოს ეკონომიკაში დადებით ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკს შედეგია.

„თუ ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის  რეფორმებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეკონომიკური წინსვლა მარტო ბიუჯეტის კონსოლიდაციას არ უკავშირდება. აუცილებელია სისტემური ღონისძიებები, როგორც ადმინისტრირების, ისე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ანალოგიური შეხვედრები პრობლემების მოგვარების საქმეში აუცილებელია,“ – აცხადებს მერკელი.

გერმანიის კანცლერისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა პარიზში, ელისეის სასახლეში შედგა. ანგელა მერკელმა ოლანდი შეცდომით 1981-1995 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის სახელით მოიხსენია. თარჯიმანმა შეცდომა არ გაიმეორა, თუმცა მერკელი მექანიკურ გადაცდომას მალევე მიხვდა და ძველი პრეზიდენტისა და ახლის სახელი რამდენჯერმე ზედიზედ თქვა. ამჯერად ფრანსუა ოლანდმა  მერკელის ნათქვამი კარგად გაიგონა და გაიღიმა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია