საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე „დაბრუნდა“
2013/05/31 13:41:48

ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ მოსკოვში საცალო-სავაჭრო ობიექტებში უკვე იყიდება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან.

„ეხო მოსკვის“ ცნობით, მინის ბოთლში ჩამოსხმული მინერალური წყლის საცალო ფასი  55–60 რუსული რუბლია.

გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის შემდეგ მინერალური წყალი გაიყიდება სანკტ-პეტერბურგში, ვორონეჟში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებში.

„ბორჯომის“ რუსეთის ფედერაციაში ექსპორტი, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების შემდეგ, 2006 წლის გაზაფხულზე აიკრძალა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად მინერალური წყლის დაბალი ხარისხი დასახელდა.

„ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე შეტანა წელს, 2013 წლის მაისში განახლდა.  „ბორჯომის“ პირველმა პარტიამ საბაჟო კონტროლი წარმატებით გაიარა.

რუსეთის ფედერაციაში მინერალური წყლის ექსკლუზიური სადისტრიბუციო კომპანიაა „IDS Borjomi Russia”, ყოფილი „Georgian Glass & Mineral Water”. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია