საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ვიქტორია მიხელსონი ყველაზე მდიდარი მემკვიდრე რუსეთში
2013/05/31 11:52:45

რუსეთში ყველაზე მდიდარ მემკვიდრედ  „ნოვატეკის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი ვიქტორია მიხელსონი აღიარეს. რეიტინგის ავტორის რუსულენოვანი ჟურნალის  CEO-ს ინფორმაციით, მიხელსონმა წინა რეიტინგის ლიდერს, „ლუკოილის“ მფლობელს ვაგიტ ალეკპეროვის შვილს იუსუფ ალეკპეროვს გაუსწრო.

როგორც ჟურნალის ექსპერტები აცხადებენ,  „ნოვატეკის“ დამფუძნებლის კაპიტალი 13,74 მილიარდი დოლარია, ვიქტორია კი მისი ერთადერთი მემკვიდრეა.

ჟურნალის რეიტინგის მიხედვით, მდიდარ მემკვიდრეთა სიაში მეორე ადგილზე შარშანდელი ლიდერი იუსუფ ალეკპეროვია, მამის  12,03 მილიარდ დოლარიანი კაპიტალით.  

მესამე ადგილი სავაჭრო ქსელის „მაგნატის“ ხელმძღვანელის სერგეი გალიცკოს ქალიშვილია,  პოლინა, რომლის მემკვიდრეობა 8,26 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

მეოთხე და მეხუთე ადგილები კომპანია „რენოვის“ შვილებმა ირინა და ალექსანდრ ვეკსელბერგებმა გაიყვეს, 7,97 მილიარდი დოლარით.

მეექვსე  და მეშვიდე ადგილი „ალფა-ჯგუფის“ მიხაილ ფრიდმანის შვილებმა ლორამ და ეკატერინამ (7,66 მილიარდი დოლარი) დაიკავეს.

ჟურნალის ინფორმაციით, რეიტინგი 88 ბიზნესმენთა მემკვიდრეებში ჩატარდა.

რამდენადაც გამოცემამ რეიტინგი მხოლოდ მემკვიდრეების ფინანსების მიხედვით შეადგინა, წამყვანი პოზიციების გარეშე დარჩა ისეთი მდიდარი ადამიანი, როგორიცაა რომან აბრამოვიჩი. აბრამოვიჩს 7 შვილი ჰყავს და თითოეულს მამის 11,5 მილიარდი დოლარიდან იმდენი თანხა შეხვდათ, რომ რეიტინგმა ისინი მესამოცე ადგილზე ჩამოიყვანა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია