დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდობის უმუშევრობა - ევროკავშირის დიდი პრობლემა
2013/05/29 14:37:37

საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მთავრობა ევროკავშირს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიიღოს ზომები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ახალგაზრდების უმუშევრობის დონის შესამცირებლად.

აღნიშნული სახელმწიფოების შესაბამისი სამსახურები აცხადებენ, რომ მზად არიან, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს შეღავათიანი კრედიტი მისცენ,  პროფესიული სწავლებისთვის ან მცირე და საშუალო ბიზნების წარმოებისთვის.  შეღავათები ევროკავშირის მოქალაქეებზე  ევროკავშირის მასშტაბით გავრცელდება.

თავის მხრივ, ბრიუსელი აცხადებს, რომ უმუშევრობის დაძლევა, განსაკუთრებით კი უმუშევრობის აღმოფხვრა ახალგაზრდებში, სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მთავრობების ინიციატივაც ამ გეგმის აუცილებელი ნაწილი გახდება.

ევროკავშირის სამიტის ორგანიზატორთა განცხადებით, ბერლინის 3 ივნისის კონფერენციაზე ახალგაზრდების უმუშევრობის თემა სამიტის ცენტრალური საკითხი იქნება. ბერლინშივე განიხილავენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად 6 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხსაც. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია