დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ლიბერთი რეზერვის“ საშუალებით 6 მილიარდ დოლარზე მეტი „გათეთრდა”
2013/05/29 14:34:31

ამერიკის შეერთებულ შტატებში „ფულის გათეთრების“ კორუფციულ სქემაში მონაწილეობის ბრალდებით  ფულადი გადარიცხვების ელექტრონული სისტემა „ლიბერთი რეზერვის“ დამფუძნებლები არტურ ბუდოვსკი და ვლადიმირ კაცი დააკავეს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ სისტემის საშუალებით 6 მილიარდ დოლარზე მეტი ფულადი სახსრების არალაგალური გზით მიღებაზე საუბრობენ.

ყოველწლიურად ფულადი გადარიცხვების მოცულობა 1,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

აშშ-ის პროკურატურის ინფორმაციით, 7 წლის განმავლობაში ელექტრონული სისტემა „ლიბერთი რეზერვის“ არხებით 55 მილიონზე მეტი არალეგალური ტრანსაქცია შესრულდა.

„საეჭვო წარმომავლობის“ მომხმარებლებისთვის მისაღები იყო ის, რომ ფულადი გადარიცხვების ეს ელექტრონული სისტემა არ ავალდებულებდა კლიენტს საკუთარი მონაცემების დაფიქსირებას. საკმარისი იყო მხოლოდ ელექტრონული ფოსტისა და დაბადების თარიღის ჩვენება. პრაქტიკულად, ფულადი სახსრები ანონიმური კლიენტიდან ამავე კატეგორიის მომხმარებელზე მიდიოდა.

სპეციალისტების განმარტებით, გადარიცხვების ასეთი ფორმით სარგებლობდნენ, ძირითადად, ნარკორეალიზატორები, მოზარდთა პორნოგრაფიის მფარველები, ბანქოს მოთამაშეები და კრიმინალები.

ამ დროისთვის ელექტრონული გადარიცხვების ვებ-გვერდი დაბლოკილია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია