დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნავთობის მოპოვების მიმდინარე დონის შენარჩუნება მსჯელობის საგანი ხდება
2013/05/28 16:51:28

უახლოეს დღეებში ავსტრიის დედაქალაქი ვენა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) მინისტრებს უმასპინძლებს.

წინასწარი ინფორმაციით, ოპეკის მინისტრთა შეხვედრაზე  2013 წლის მეორე ნახევარში ნავთობის მოპოვების მოცულობის საკითხს განიხილავენ.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ვენესუელა ოპეკს  ნავთობის მოპოვების მიმდინარე დონის შენარჩუნებას შესთავაზებს.

ქვეყნის  მრეწველობის მინისტრის რაფაელ რამირესის განცხადებით, დღეისათვის ოპეკის ქვეყნებში ნავთობის მოპოვება შეადგენს 30 მილიონ ბარელ ნავთობს დღე-ღამეში.

”ჩვენ შევთავაზებთ ოპეკს ამ ოდენობის შენარჩუნებას. თუმცა, ვენესუელა მხარს დაუჭერს ნავთობის მოპოვების შემცირების წინადადებას, თუ მიღწეულ იქნება ასეთი შეთანხმება მიმდინარე ფასების შენარჩუნებისათვის”, -აღნიშნა მინისტრმა.

რამირესმა  გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნავთობის ფასმა უნდა მიაღწიოს მინიმუმ 100 დოლარს ბარელზე, ვინაიდან ასეთი ოდენობა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის  შეუფერხებლად უზრუნვეყოფის საშუალებას იძლევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია