დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპარლამენტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები დასრულდა
2013/05/28 16:15:02

გუშინ, 27 მაისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები დასრულდა. სხდომებს ესწრებოდნენ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ევროპული კომპონენტის მხრიდან ევროპარლამენტარები, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორი კომპონენტის მხრიდან საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და უკრაინა. პოლიტიკური კომიტეტის სხდომას,  ევროპარლამენტის მხრიდან ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი გუნარ ჰოკმარკი და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე თავმჯდომარეობდნენ. კომიტეტის მუშაობა რთულ და დაძაბულ სიტუაციაში მიმდინარეობდა. კომიტეტის დოკუმენტი ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კონფლიქტები, ოკუპირებული ტერიტორიები, ადამიანის უფლებები, რეგიონალური უსაფრთხოება, დემოკრატიის განვითარება და ა.შ. კომიტეტის სხდომაზე თავმჯდომარეებმა შეძლეს მხარეთა შორის არსებული წინააღმდეგობის ნიველირება, შეხედულებების კომპრომისულ ვარიანტებამდე დაყვანა და საბოლოოდ დოკუმენტიც მიღებულ იქნა.   ქართულმა მხარემ მიღწია გაეტანა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან, ოკუპირებული ტერიტორიების დემილიტარიზაციასთან და ა.შ.

მნიშვნელოვანი იყო ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაც, სადაც კომიტეტის დოკუმენტის თანა-მომხსენებელი გახლდათ  საქართველოს დელეგაციის წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ჰოლანდიელ ევროპარლამენტარ კოლეგასთან ერთად. დოკუმენტი ეხებოდა ენერგო წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის პოლიტიკის მნიშვნელობას, ეფექტური და ურთიერთსარგებლიანი პოლიტიკის განხორციელებას, ენერგო უსაფრთოების საკითხებს. საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, კომიტეტის დოკუმენტში აქცენტი გაკეთდა სამხრეთ კორიდორის ინიციატივასა და შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე.

წარმატებით ჩაიარა ეკონომიკური და სოციალური კომიტეტების მუშაობამაც.

ოთხივე კომიტეტის დოკუმენტი, დღეს, 28 მაისს საბოლოო დამტკიცებისა და რეზოლუციების სახით მისაღებად გადის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.

კომიტეტების მიერ დოკუმენტების მიღების შემდეგ, დეპუტატებს მიეცათ დამატებითი ვადა , რათა წარმოედგინათ დამატებითი წინადადებები კომიტეტის დოკუმენტებში ასახვისათვის. დღევანდელი დღე საინტერესოა იმითაც, რომ ნათელი გახდება რომელმა მხარემ რა დამატებითი ჩამატება შეიტანა ტექსტებში.

გუშინ 27 მაისს, ქალთა ფორუმის თანა-თავმჯდომარედ აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან არჩეულ იქნა საქართველოს დელეგაციის წევრი გუგული მაღრაძე. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა  აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანამ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2010
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია