დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული მედლები – ამერიკელ სამხედროებს
2013/05/28 11:43:36

ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯეფრი ჰარტმანმა მიიღო.

მედალი „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცა აშშ-ის საზღვაო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ მატრიკ მაკგის, აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის უფროსის მოადგილეს, მაიორ კრისტ ტოდოროპულოსს და ოპერაციების კოორდინატორს საქართველოში, I კლასის სერჟანტს პედრო დე ლა ვიესკას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია