დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
2013/05/28 11:41:31

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების ფაქტს და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  სამინისტრო   შეშფოთებას გამოხატავს სოფელ დიცისა და სოფელ დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო.

„აღნიშნული  წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.

გარდა ამისა, აღნიშნული უკანონო ქმედება უგულვებელყოფს და ეწინააღმდეგება ოკუპირებულ რეგიონებში და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების და სხვა სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. მსგავსი პროვოკაციული ქმედება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე მდგომარებისა და საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე,“ – ნათქვამია  განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართების გავლების უკანონო პროცესი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 სამინისტრო დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს უცხოელ პარტნიორებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, რათა მათ მოახდინონ სათანადო რეაგირება ზემოხსენებულ უკანონო ფაქტებთან დაკავშირებით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია