დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინებას აპროტესტებენ
2013/05/27 11:44:21

საფრანგეთის პოლიციამ დაიჭირა 300-მდე აქტივისტი, რომლებიც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ აქციის მიმდინარეობისას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. 

გაზეთ ”ლა მონდის” ინფორმაციით, მომიტინგეები აპროტესტებდნენ კანონს, რომელსაც ხელი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა 18 მაისს მოაწერა.

კანონი ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინებას, ასევე, წყვილისთვის შვილის აყვანის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

ზუსტად 10 დღეში ქალაქ მონპელიეში ჰომოსექსუალისთა ქორწინება ოფიციალურად გაფორმდა.  ფაქტი და ზოგადად კანონი გააპროტესტა ცნობილმა ფრანგმა მწერალმა და ესეისტმა დომენიკ  ვენერმა, რომელმაც ტაძარ ”ნოტრ-დამეში” თავი მოიკლა. პოლიციამ მას უპოვა წერილი, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზი იყო ნახსენები.

ამავე წყაროს ცნობით, შეტაკებები, ძირითადად, აქციის მონაწილეებსა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის მოხდა. განსაკუთრებული აგრესიით მომიტინგე ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ. მათ ბოთლებსა და ქვებს პოლიციამ ცრლემლსადენი გაზი დაუპირისპირა. დაკავებულთაგან 231 მომიტინგე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

საფრანგეთი მეცხრე ქვეყანაა ევროპაში, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერადაა ნებადართული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია