დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანია ევროპა-ჩინეთის სავაჭრო კონფლიქტში შუამავლად გამოდის
2013/05/27 11:36:23

„გერმანია მზადაა, ევროპასა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაპირისპირებაში შუამავლის როლი იკისროს,”-ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჩინელ კოლეგასთან ლი კეციანთან შეხვედრისას განაცხადა.

ბერლინში გამართულ ორდღიან შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ბრიუსელსა და ჩინეთს შორის გამწვავებულ სავაჭრო ურთიერთობებზე წარიმართა.

კერძოდ, საქმე ეხება მაისის დასაწყისში ევროკომისიასა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებას, ევროპაში იმპორტირებული მზის ბატარეებისთვის 47 პროცენტიანი საბაჟო მოსაკრებლის დაწესების შესახებ. მოგვიანებით, ბრიუსელმა, ევროკავშირის სახელმწიფოების სახელით, ჩინელი მწარმოებლები დემპინგური ფასების წარმოებაში დაადანაშაულა. ჩინეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მზადაა საპასუხო ზომები მიიღოს.

გერმანული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბერლინი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ ენერგეტიკულ ბაზარზე ფართომასშტაბიან რეფორმას გეგმავს, პირობას დებს, რომ კონფლიქტს მოაგვარებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2298
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია