დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს შეხვდა
2013/05/27 11:31:42

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  „რეგიონალური სარდლობის, სამხრეთ დასავლეთის“ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გენერალ-მაიორმა მილერმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება ქართულ ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცების გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე დიდად აფასებს ქართველთა ძალისხმევას აისაფის მისიაში.

მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საერთო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.  ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეფასებით, ქართული სამხედრო კონტიგენტი განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

შეხვედრისას მხარეებმა აისაფის ფარგლებში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა პარლამენტარი გიორგი ბარამიძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და უმაღლესი სამხედრო წარმომადგენელი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკაში, ჰელმანდის პროვინციაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია