დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი ალასანიას ლატვიაში 17 მაისის მოვლენების შეფასება მოუწია
2013/05/23 15:43:22

ირაკლი ალასანიას ლატვიაში 17 მაისის მოვლენების შეფასება მოუწია

ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა  თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ალასანიამ ლატვიის სეიმის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვალდის ზატლერსთან ერთან საჯარო განხილვაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა,  მინისტრს თბილისში 17 მაისს განვითარებულ მოვლენებზე,  საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის პოზიციაზე დაუსვეს კითხვები.

„პატრიარქი გმობს ძალადობას. ამ მოვლენების დროს ის საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს საკითხი სენსიტიურია ყველაზე ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი. ამ საკითხის მიმართ შეიძლება ორი უკიდურესი დამოკიდებულება არსებობდეს. თუმცა, როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს. პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და არაერთხელ გაუერთიანებია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, რომ, თავის მხრივ, პატრიარქი პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 96-97% ხომ, სწორედ, ეკლესიას ენდობა, რადგან მას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. პატრიარქს მხოლოდ პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომდგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა და ეს ტელევიზიებითაც გადაიცა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ მინისტრი. კანონი განურჩევლად ყველას ეხება“, - ნათქვამია მინისტრის საუბრის ციტირებისას თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია