დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყირგიზეთს საქართველოს გამოცდილების გაზიერება სურს?
2013/05/23 12:55:06

საქართველოსა და ყირგიზეთის  ფინანსთა სამინისტროებ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქში გაიმართა, საქართველო-ყირგიზეთს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, თანამშრომლობის შესახებ.

როგორც „psnews”-ს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დოკუმენტი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას საბიუჯეტო, ფისკალურ, საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ასევე სასწავლო პროგრამებისა და სემინარების ორგანიზებას ყირგიზეთის ოფიციალური პირებისთვის და სხვა.

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდამავალი პერიოდი, სამომავლო პერსპექტივები“ ქალაქ ბიშკეკში  საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს, ყირგიზეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით  გაიმართა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია