დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერკელის ხუმრობამ უნგრეთი გაანაწყენა
2013/05/21 15:31:50

გერმანიამ და უნგრეთმა არასასიამოვნო გამოთქმები გაცვალეს, რაც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდა.

„ევრონიუსის“ ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, გერმანიის შიდა პოლიტკის შეფასებისას, კანცლერი ანგელა მერკელი ნაცისტს შეადარა. უფრო მეტიც, მან 1944  წელს უნგრეთში ჰიტლერის არმიის შეჭრა გაიხსენა.

სიტყვიერი დიპლომატიური სკანდალი გააგრძელა სოციალ-დემოკრატმა პიერ შტაინბრიუკმა, როდესაც საჯაროდ გამოსვლისას განაცხადა, უნგრეთი გავაძევოთ ევროკავშირიდანო. საპასუხოდ მერკელმა, შეეცადა რა დაეცვა უნგრეთის ინტერესები, იხუმრა: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავაბრუნოთ ეს ქვეყანა სწორ გზაზე. არ ღირს იქ კავალერიის სასწრაფოდ გაგზავნა”.

ხუმრობას სასწრაფოდ გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და გერმანიას „ძველი ცოდვები“ შეახსენა: „კავალერია, ტანკების სახით, გერმანიამ უკვე გაგზავნა“.

რა იქნება მომავალში, გაურკვეველია. უახოლოეს დღეებში ქვეყნის ლიდერებს ევროსაბჭოს სამიტზე პირისპირ შევხვედრა მოუწევთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია