დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინდოეთი და ჩინეთი ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ
2013/05/20 18:20:40

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იყო ინდოეთისა და ჩინეთის პირველი პირების შეხვედრის მთავარი თემა. როგორც „ევრონიუსი” იუწყება, მთავრობის ხელმძღვანელებმა შეშფოთება გამოხატეს ქვეყნებს შორის ახლო წარსულში მომხდარი სასაზღვრო ინციდენტის გამო, კერძოდ კი, ჩინეთის რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფების მიერ ჰიმალაის მთებში  სადავო ტერიტორიაზე უკანონო შეჭრის ფაქტი.

როგორც მხარეები აღნიშნავენ, მომხდარი ინციდენტი ამოწურულია და ახლა ქვეყნებს შორის „ნდობის ატმოსფეროა“ შექმნილი. ამის დასტურია ის, რომ 2015 წლისთვის ინდოეთი-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 100 მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. შარშან ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 66 მილიარდ დოლარს უდრიდა.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია