დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თურქეთმა რუსი ტურისტებისთვის შეღავათები დააწესა
2013/05/20 14:09:01

თურქეთის ხელისუფლებამ რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში უვიზოდ შესვლისა და გამოსაყენებელი დღეების რაოდენობა გაზარდა. თუ აქამდე თურქეთში დასასვენებლად ჩასულ ტურისტს თურქეთის მასშტაბით უვიზოდ გადაადგილება ერთი თვის ვადით შეეძლო, ახლა ეს დრო  2 თვემდე გაიზარდა.

როგორც „ინტერფაქსი“ იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის მინისტრთა საბჭომ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მიზნით მიიღო.

რუსი ტურისტებისთვის თურქეთში უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება ქვეყნის მთავრობებს შორის 2011 წელს გაფორმდა. ხელშეკრულებით, რუს ტურისტს  თურქეთში უვიზოდ შესვლა და 30 დღით დარჩენა შეეძლო. ამჯერად დღეების რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. არ იზღუდება ქვეყანაში შესვლის რაოდენობა-90 დღის განმავლობაში ტურისტს საზღვრის გადაკვეთის უფლება იმდენჯერ აქვს, რამდენჯერაც მოესურვება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია