დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ტაილანდში იმყოფება
2013/05/20 12:15:20

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ტაილანდში იმყოფება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ჩან მაიში საქართველოს პრეზიდენტსა და ტაილანდის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ინგლუქ შინავათრას შორის შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

მიხეილ სააკაშვილი და ინგლუქ შინავათრა  საქართველოსა და ტაილანდს შორის არსებულ 20-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობასაც შეეხნენ და ამ ტრადიციის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი აზია-წყნარი ოკეანის მეორე სამიტის მუშაობაშიც მიიღებს მონაწილეობას.

სამიტს მსოფლიოს 37 ქვეყნის 2000 მაღალი რანგის სახელმწიფო პირი, პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებიან.

როგორც ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ქვეყნის პირველი პირი ლაოსისის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს თონგსინგ თამავონგსაც შეხვდა.  შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა და თონგსინგ თამავონგმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოხატა. პრემიერ-მინისტრი საქართველოში სტუმრობითაც დაინტერესდა და  აღნიშნა, რომ წარმატებული რეფორმების შესასწავლად ლაოსიდან სპეციალურ ჯგუფს გამოგზავნის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია