საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
“ევროვიზია 2013” -ში დანიამ გაიმარჯვა
2013/05/19 11:18:51

მუსიკალურ კონკურსზე „ევროვიზია-2013", რომელიც შვედეთის ქალაქ მალმეში შედგა, დანიამ გაიმარჯვა. პირველ ნომრად მომღერალი ემილი დე ფორესტი ჯერ კიდევ ხმის მიცემის დასრულებამდე გამოაცხადეს.

დანიის წარმომადგენელმა 281 ქულა მოაგროვა. 39 ქვეყნიდან, რომელებიც ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობდნენ,  ის 12 ქულით რვა ქვეყანამ შეაფასა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა, ხოლო მესამეზე - უკრაინა.

საქართველო ევროვიზიის ფინალურ ტურში 25-ე ნორმად წარსდგა და სიმღერით "Waterfall" მე-15 ადგილზე გავიდა.  სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტმა 58-ე ევროფესტივალის ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარა და საუკეთესო ათეულში მოხვდა. საქართველომ ქულების მაქსიმუმი აზერბაიჯანს გადასცა. მომავალ წელს ევროვიზიას,შესაბამისად, დანია უმასპინძლებს.

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია