დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანელი ბიზნესმენები ქუთაისს ეწვივნენ
2013/05/17 12:47:23

საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია ქუთაისს ეწვია და მერიაში შეხვედრა გამართა. გერმანელი მშენებელი მეწარმეები მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკო კაჭკაჭიშვილს, ეკონომიკური სამსახურის უფროსს მალხაზ ჭრელაშვილსა და არქიტექტურის სამსახურის უფროსს ვასილ მებურიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

„ვიზიტის მიზანია, გერმანული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოში და კერძოდ, ქუთაისში სამშენებლო ბიზნესის შესახებ და სამშენებლო სფეროში გერმანული კაპიტალის სამომავლოდ მონაწილეობის შესაძლებლობებზე.” - განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკო კაჭკაჭიშვილმა.

გერმანელ ბიზნესმენთა ვიზიტს, საქართველოში გერმანიის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების ფედერაციული სამინისტროს მხარდაჭერით, გერმანული ეკონომიკური გაერთიანება და გერმანიის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ასოციაცია ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია