დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერ-მინისტრი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
2013/05/16 13:59:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  კონფერენციის თემაა რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა  ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ცენტრალური და სამხრეთ აზიის რეგიონში, ლინ ტრეისი.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფანი სტრატეგიული საკითხია და ის დიდად განსაზღვრავს საქართველოს და ჩვენი რეგიონის როლს გლობალურ ეკონომიკაში. საქართველოს აქვს სურვილი და შესაძლებობა, იყოს ძლიერი შემაკავშირებელი რგოლი დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ჩვენი მიზანია, თანამედროვე სავაჭრო-სატრანზიტო ცენტრის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობას. სატრანზიტო დერეფნის განვითარება ბუნებრივად არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი. გლობალურ ეკონომიკაში მყარი პოზიციის მოსაპოვებლად, ჩვენ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ როლი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვაჭრობის განვითარებასა და ტრანზიტის ზრდის პროცესში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია