ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ამტკიცებენ, რომ ირანის სტატუსი ოპეკში (კარტელური შეთანხმება ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს შორის) დაეცა, ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემცირების გამო.
„ევრონიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის ნავთობის მინისტრი რუსტამ კასემი უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ ირანი ოპეკის მსხვილ მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი წამყვანი პოზიციიდან მეხუთე ადგილზე ჩამოვიდა.
როგორც მინისტრი აცხადებს, ირანი კვლავ მეორე ადგილზეა, ოპეკის მწარმოებლებს შორის, საუდის არაბეთის შემდეგ.
„დღეისათვის ბაზარზე ნავთობის ფასები არ შეესაბამება ჩვენს მოლოდინს და ჩვენ არ ვაფასებთ დადებითად ფასების ტენდენციას. ჩვენი აზრით, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მინიმალური ფასი შეადგენს 100 დოლარს ბარელზე. ამ პირობებში ამ მაჩვენებელზე მაღალი ფასი სამართლიანია, ირანის თვალსაზრისით“,-აცხადებს მინისტრი.
მინისტრის განცხადებით, ოპეკი განიხილავს ნავთობის არსებულ ფასებსა და მათ მომავალ მერყეობას ნავთობმოპოვებელი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომლის გამართვაც დაგეგმილია ვენაში 31 მაისს.